მთავარიბლოგი"კურსის განმავლობაში გავეცანი ყველა ბაზისს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ გამომადგება" - ანა უშვერიძის შთაბეჭდილება

"კურსის განმავლობაში გავეცანი ყველა ბაზისს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ გამომადგება" - ანა უშვერიძის შთაბეჭდილება

ანა უშვერიძემ სმარტ აკადემიაში PYTHON BASIC-ის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

“ჩემი მიზანი Python-ის ენის ბაზისის შესწავლა იყო”

კურსის განმავლობაში 

კურსის განმავლობაში ბევრი ახალი რამ შევისწავლე. Python-თან გარკვეული შეხება აქამდეც მქონდა, თუმცა კურსის მსვლელობისას ყველაფერს უფრო სერიოზულად შევხედე. ზოგადად რომ ვთქვა, გავეცანი ყველა ბაზისს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ გამომადგება. გამიძლიერდა ლოგიკურად ფიქრის უნარი, გავხდი უფრო გამბედავი, ვისწავლე დროის ფასი და კიდევ ბევრი რამ, რაც ახლაც მეხმარება, თუნდაც სკოლაში და დამეხმარება მომავალში, უნივერსიტეტსა და სამსახურში.

კურსის ლექტორი 

მიშა ქანთარია ძალიან მცოდნე პედაგოგია. მან ნებისმიერი ასაკის ადამიანთან იცის ურთიერთობა და გამორიცხულია ვერ გაუგო. პროფესიონალიზმის შემდეგ, მასში ყველაზე მეტად იუმორის გრძნობას ვაფასებ, რამაც კურსს მეტი მხიარულება შესძინა.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ დამრჩა კმაყოფილების შეგრძნება. გადავწყვიტე კურსზე დაგროვებული ბაზისური ცოდნა ჩემით განმევითარებინა .

პროფესია - პროგრამისტი

პროგრამირება საინტერესო სფეროდ მიმაჩნია. მიზიდავს მისი მრავალფეროვნება და მხიბლავს ის ფაქტი, რომ ძალიან მოთხოვნადია.

სმარტ აკადემია

ძალიან მიხარია, რომ  სმარტ აკადემია აღმოვაჩინე. ყველას ვურჩევ, გაეცნოს და სცადოს აქ სწავლა, რადგან Python Basic-ის გარდა, ბევრ საინტერესო კურსს სთავაზობს ნებისმიერი ასაკის ადამიანს. სმარტ აკადემიის წყალობით მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მსურს პროგრამისტის კარიერას გავყვე. 

Python Basic-ის კურსზე რეგისტრაციისათვის ეწვიე ბმულს.

სხვა სტატიები >>